სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286_3.JPG

27 ოქტომბრიდან, კობა ლურსმანაშვილი, მერის ამპლუაში, ახალი უფლებამოსილებით შეუდგება საქმიანობის განხორციელებას

2021 წლის  2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხარაგაულში პირველსავე ტურში დასრულდა. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, რეგისტრირებული 5 მერობის კანდიდატიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი  აირჩიეს.

დღეს N48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გია ცისკაძემ  კობა ლურსმანაშვილს შესაბამისი დოკუმენტი გადასცა, რომლითაც მისი მერად არჩევა დასტურდება და ის კანონის საფუძევლზე შემაჯამებელი ოქმიდან მე-11 დღეს ,  27 ოქტომბერს, ახალი უფლებამოსილებით შეუდგება საქმიანობას.

N48 ხარაგაულის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გია ცისკაძე:

,,ბატონ კობას გადაეცა რწმუნება, რომ მას შეუძლია შემაჯამებელი ოქმიდან  მე - 11 დღეს ოფიციალურად შეუდგეს  უფლებამოსილების განხორციელებას და მოვალეობის შესრულებას. მინდა  წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო საქმეში.“

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

დღეს გადმომეცა ცენტრალური  და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც მე როგორც არჩეულმა მერმა მივიღე დადასტურება, რომ შემაჯამებელი ოქმიდან მე-11  დღეს, 27 ოქტომბრიდან, ახალი სტატუსით ოფიციალურად შევუდგები მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა  გადავუხადო ხარაგაულელებს, ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა სოფელი შემოვიარეთ, შევხვდით მოქალაქეებს და მათ  წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში,  ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით. შედეგი სახეზე გვაქვს, მათ ირწმუნეს ჩვენი. მაღალი შედეგი აქვს  ხარაგაულში ,,ქართულ ოცნებას“. ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა 11 - ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო პარტიული სიით 13 მანდატი ერგო ქართულ ოცნებას. ჯამში 33 საკრებულოს წევრიდან ,,ქართულ ოცნებას“ 24 საკრებულოს წევრი ეყოლება.

მათ  შორის, არჩეული მერი იქნება ,,ქართული ოცნების“.  ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი და  მაჟორიტარ დეპუტატთან და ცენტრალურ  ხელისუფლებასთან ერთად ვაპირებთ ყველა ის დაპირება, რაც გავეცით წინა საარჩევნოდ შევასრულოთ. რა  გეგმებიც გვქონდა გავაგრძელებთ და ძალიან მალე ხარაგაულში ჩვენი მოაქალაქეები იხილავენ განახლებულ დაბის ცენტრს, ასევე, სოფლებში ჩვენს მიერ დეკლარილებული ყველა პროექტი მზის სინათლეს იხილავს.

არჩევნებში  ჯამში 12 189 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან  7010  ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კობა ლურსმანაშვილმა მიიღო, 478  ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო დარჩენილი 5179 ბიულეტენი 4  ოპოზიციურ კანდიდატზე გადანაწილდა.

ნანახია: 408 - ჯერ