სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulidasruleba.jpg

2021 წლის ,,ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,, ცნობილია

22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის,, ხარაგაულის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე,, გამოვლინდა. ტიტული ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევანი მანჯავიძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის,, ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა,, და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:

 

 

ნანახია: 539 - ჯერ