სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/121asjfd%3Baklsfj%3Baslfdka%3Bsfl546s54da6s11.jpg

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დღეს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად გაეცნო.

ვარლამ ჭიპაშვილი:

,,ხელისუფლება ასრულებს დაპირებას. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული  მიმართულებაა.

 ჩვენ 2022  წელს საკმაოდ  დიდი თანხების მობილიზებას შევძლებთ ინფრასტრუქტურის  მიმართულებით  და არაერთი პროექტი განხორციელდება.  ეს არის  დასახლება, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა,  მაგრამ ჩვენი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ჩვენ  მხოლოდ პრობლემის სიმძიმეს ვითვალისწინებთ და არა ამომრჩეველთა რაოდენობას.“

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი

,,დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.აღნიშნული პროექტის განხორციელებით მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. პროექტის ღირებულება 201 850 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ადგილობრივი მაცხოვრებლები კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას.“

შეგახსენებთ , რომ დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია,  ამჯერად მიმდინარეობს  ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.

აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა. 

 

 

ნანახია: 1312 - ჯერ