სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/56%2B46%2Bf5da4s6f54a6sf54a6sf.jpg

საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს

4 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე დავით დევდარიანი, რომელიც  ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა.

საკრებულოს წევრებს პირველი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა, რომელმაც 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა.

 

„მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები  დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა.

 

სხდომაზე დეპუატატები ასევე გაეცვნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს.

პეტრე შარიქაძემ განმარტება გააკეთა ასევე 2018-2019 წლებში დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით: „ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით. ასეთი იყო 11 პროექტი, ხელშეკრულება გაფორმდა 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი-მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“

სხდომაზე ასევე განხილული იყო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ, 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურდიული განყოფილების უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილა წარადგინა.  განყოფილების უფროსმა კომისიის საქმიანობასა და უფლებამოსილებებზე ამომწურავად ისაუბრა.

 

მისი განმარტებით “სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ შუამდგომლობით განსახილველად გადმოიგზავნა 41 განაცხადი, რომელთაგანაც 4-ზე გაიცა საკუთრების უფლება, ხოლო უარი ეთქვა 4 დაინტერესებულ პირს.   განხილვის პროცესშია-23 განაცხადი.“  კომისიამ განიხილა ასევე 2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გადმოგზავნილი 46 განაცხადი, რომელთაგანაც 26 განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა საკუთრების უფლების აღიარებას და შესაბამისად გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები. 4 განაცხადზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება, გამოიცა განკარგულებები და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული თანდართული ნახაზებით გადაეგზავნა საჯარო რეესტრს. უარი ეთქვა 11 დაინტერესებულ პირს.

სხდომაზე ასევე განხილული იყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

  მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1310 - ჯერ