სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0275%20-%20Copy.jpg

ვანი - ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება დასრულდა

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად ვანი _ ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონების სამუშაოებს დაესწრო. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 1700 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო.

დავით დევდარიანი: დასრულდა ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. დღეიდან ვანის და ღუდუმექეთის მოსახლეობას შეუძლია უმოკლესი გზით ისარგებლოს მუნიციპალურ ცენტრამდე. პროექტი გარდამავალი იყო და წელს დასრულდა.

მერის მოადგილის, დავით დევდარინის ინფორმაციით მალე დაიწყება და გაგრძელდება  ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა , რომელიც ასევე გარდამავალი პროექტი გახლავთ და წელს დასრულდება.

დავით კიკნაძე: სოფელ ვანში 2016 წელს განხორცილდა პირველად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 4 კილომეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.  წელს სრულიად დასრულდება ვანში და სხლითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საერთო ჯამში , ამ ორ სოფელში ბეტონის საფარი გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. შემდეგ ეტაპზე , პრიორიტეტული იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რამდენიმე პროექტი უკვე მზად გვაქვს და დაფინანსების მიღების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყება.  

2020-2021 წლების პროექტის ღირებულება 335 811 ლარი გახლდათ , სამუშაოებს შპს ,,კავკასენერგო“ აწარმოებს.

 

ნანახია: 796 - ჯერ