სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90_1.jpg

მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე ნაპირდამცავი კედელი შენდება

მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე, 67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი შენდება

სტიქიის შედეგად დაზიანებული, მდინარე ჩხერიმელას ნაპირსამაგრის აღდგენა მიმდინარეობს  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტის ღირებულება 439 439 ლარია.

გზის ნაპირდამცავი  ბეტონის კედლის მოწყობის პროცესს, დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი დაესწრო.

67 მეტრ სიგრძის ნაპირდამცავი კედელი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელება, 2019 წელს, წყალმოვარდნისას, მდინარის ნაპირსამაგრის ჩაშლამ გამოიწვია.

 შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.

ნანახია: 863 - ჯერ