სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%A1.jpg

ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

 გივი თხელიძემ ყურადღება სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, რომელთაც მიმდინარე წელს 2 ქვეპროგრამა დაემატა, და აღნიშნა, რომ დაფინანსების ზრდასთან ერთად  მოქალაქეთა მომართვიანობაც იზრდება.

დეპუტატებმა 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

ბიუროს წევრების მოთხოვნით, საკრებულოს სხდომას დაესწრებიან და დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ მერიის ინფრსტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ასევე, ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები.

2 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე საკრებულოს წევრებს, ბორის სკოლა-პანსიონის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

ნანახია: 824 - ჯერ