სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/es%20foto.jpg

გედსამანიაში ჟოლოს კრეფა დასასრულს უახლოვდება

კენკროვანი კულტურა ჟოლო , უკვე წლებია გედსამანიის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ ჟოლოს პლანტაციებს, რომელიც მათთვის უკვე შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა.

ლენა აბაშიძე ( ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი): ჟოლოს რეალიზაციას გედსამანიელები მარტივად ახერხებენ, სოფლის ცენტრი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს ბეტონის გზით უკავშირდება , შესაბამისად გადაადგილება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზე მოდიან შეძენით დაინტერესებული პირები და სოფელში ყიდულობენ ახლადდაკრეფილ ჟოლოს. აქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად ძლიერი სოფელია და მათთან სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა“.

ჟოლო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატული, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით და ნახშირწყლებით მდიდარია და შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

ჟოლოს კრეფა ძალიან შრომატევადია. ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას, ამიტომ მოსავალი იმ ჭურჭელში იკრიფება, რომლითაც მისი გადაგზავნა ხდება.

გედსამანიაში კრეფისას მცირე ზომის დაწნულ კალათებს იყენებენ.

ნანახია: 1229 - ჯერ