სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0903.jpg

ხარაგაულის მერია მოქალაქეებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას სთავაზობს

2022 წლიდან ხარაგაულის  მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია  მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს.

საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი თვლის, რომ პროგრამა ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს აქტიურ და ინიციატივიან ადამიანებს.

კობა ლურსმანაშვილი: „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის საპილოტეა, რომელიც უფრო დაიხვეწება და  მუდმივ სახეს მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობიდან დადებითი უკუკავშირის მიღება და სურვილი იმისა , რომ წამოაყენონ იდეები და იზრუნონ თავიანთი  სოფლის განვითარებაზე.“

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ აღნიშნავს, რომ პროგრამა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს დ ა მისი მიზანია, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება, განსახორციელებელი პროექტების მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევა, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობის განმაპირობებელია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო, რომელიც 31 ივლისს დასრულდება.

საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე;

საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 1 სექტემბრიდან  15 სექტემბრამდე;

კენჭისყრის ეტაპი - 16 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე;

გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე.

20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება.

მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა

განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის

უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მათ შორის:

  • ინფრასტრუქტურული;
  • ახალგაზრდული;
  • საგანმანათლებლო;
  • კულტურული;
  • სოციალური;
  • სპორტული;

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები.

მერის ბრძანებით პროგრამის განსახორციელებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი

მერის მოადგილე - დავით დევდარიანი

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი

საფინანსო- სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირინე ჩხეიძე

იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი

პროგრამის კოორდინატორობა მერის მოადგილეს დავით დევდარიანს დაევალა.

საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

 

საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წარმომდგენის სახელი, გვარი;

ბ) წარმომდგენის პირადი ნომერი;

გ) წარმომდგენის საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;

დ) პროექტის სახელწოდება;

ე) პროექტის აღწერა;

ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;

ვ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.

 

 

საპროექტო წინადადებების წარდგენა მოხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოტანილი ლინკით.

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის

მეშვეობით, სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე kharagaulinews.gov.ge

საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზი

წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.

წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.

წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, კომისიის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით.

კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია ხმა მისცეს მაქსიმუმ 3 პროექტს.

კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.

გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა.

სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს.

მუნიციპალიტეტის სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას.

დაზუსტებული საპროექტო წინადადება ჩაიდება მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა  ყოველწლიურად განხორციელდება.

 

 დოკუმენტაცია

 

 

 

 

 

 

ნანახია: 2875 - ჯერ