სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/teatri%20es.jpg

ფარცხნალში გალაქტიონზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

19 ივლისს, 16.00 საათზე, სოფელ ფარცხნალში , სადაც 1910 -11წწ,  19 წლის გალაკტიონ ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი წიგნის  ,,გალაკტიონის ნატერფალებზე”  და იმავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება.

,,ეს წლები  გალაკტიონის ცხოვრების ერთერთი ყველაზე უკვლევი  პერიოდია. მკითხველი და მაყურებელი ბევრ სიახლეს გაიგებს ახალგაზრდა პედაგოგის ცხოვრებიდან, დასწრება თავისუფალია - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე. 

ნანახია: 1049 - ჯერ