სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_2.png

#ხარაგაულის გიმნაზია ჭიპასთვის

ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე)  ლოცვა-კურთხევით ორშაბათს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე,  დავით ჭიპაშვილის დასახმარებლად, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური  ბანკის წარმომადგენლები მობრძანდებიან და სისხლის გაღების აქცია გაიმართება.

გიმნაზიის   აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე მოუწოდებს ყველას, მათ  ვისაც სურვილი აქვს დახმარება გაუწიოს დავით ჭიპაშვილს, ჭიპას,  მობრძანდეს და გაიღოს სისხლი. აღებული თანხა პირდაპირ გადაირიცხება დავითის დასახმარებლად.

 „მინდა დიდი პატივისცემით მოვუწოდო ყველა ადამიანს ვისაც აქვს საშუალება და სურვილი გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა დავითი დაუბრუნდეს თავისი ლაღი ცხოვრების წესს.

ამ დროისთვის  ათონის წმინდა მთაზე იმყოფება, მეუფე მელქისისედეკი, რომელიც 11 ივლისს ჩამობრძანდება და 12 ივლისს ხარაგაულში  საღვთო ლიტურგიას ჩაატარებს.

ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე)  ლოცვა-კურთხევით იმედი მაქვს აქციაში, ბევრი გულმხურვალე ადამიანი ჩაერთვება. სასიხარულოა, რომ აქციაში ჩართვის სურვილი და მზაობა გამოხატა ასევე ჩვენმა მრევლმა ზესტაფონიდან.

სისხლის გაღების აქცია 12 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დავითმა დაასრულა სხივური თერაპია. 20 ივლისს არის დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც 85 000 დოლარი ესაჭიროება.

ხარაგაულში დავით ჭიპაშვილის დასახმარებლად 13 და 16 ივლისს საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება.

 „თოჯინების თეატრი“ 13 ივლისს, 13:00 საათზე, გამართავს სპექტაკლს ,,სამი გოჭის თავგადასავალი“.  ბილეთის ფასი 3 ლარი.

16 ივლისს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულელი ახალგაზრდები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

ნანახია: 1186 - ჯერ