სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_1.png

ხარაგაულის უნივერმაღის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა

 

შენობა, რომელიც ხარაგაულის ცენტრში დგას და წლებია დაბის იერსახეს  ამახინჯებს, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. წლების წინ ხარაგაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და  გამორჩეული ადგილი , მალე ისევ დაამშვენებს დაბას.

უნივერმაღის შენობა რომელზედაც წლების განმავლობაში საუბრობდნენ ხარაგაულში და რომლის რეაბილიტაციის თემაც გადაუჭრელ პრობლემად მიაჩნდათ, მერის კობა ლურსმანაშვილის, მონდომების და შესაბამის უწყებებთან  აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტს მფლობელობაში გადმოეცა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, უნივერმაღის შენობას პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მრავალფუნქციურად დაიტვირთება.

 მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა უნივერმაღში ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ პირებს და მათ პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის , რომ ამ ადამიანებს  ნორმალური პირობები ჰქონდეთ საქმიანობისთვის. მერი იმოქმედებს მოსხლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ხარაგაულელის მოსაზრებები და მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით  გათვალისწინებული იქნება.“

პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხარაგაულში რეაბილიტაცია რამდენიმე შენობას ჩაუტარდება , მათ შორის, უნივერმაღის შენობის სრული რებილიტაცია  ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იქნება.

ნანახია: 1585 - ჯერ