სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd56_as6d_a6sd_65_1.JPG

ექვს ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა.   საბჭომ  მაღალმთიან  დასახლებაში  მუდმივად  მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 9 მოქალაქეთა განცხადება განიხილა. ექვს გამცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო სამს უარი ეთქვა დოკუმენტში არსებული უზუსტობის გამო.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი. იხილეთ

 

 

 

 

ნანახია: 2170 - ჯერ