სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90.jpg

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე კულტურის სამსახურის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიში მოისმინეს.

საკითხი აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარადგინა. ირინე ჩხეიძემ სამსახურის უფლება-მოვალეობებზე, განხორციელებულ ღონისძიებებსა და ხარაგაულში მოქმედი კულტურული ა(ა)იპ-ების აქტივობებზე ისაუბრა.

„გვსურს  მიმდინარე სადღესასწაულო თარიღებს რეგულაციების დაცვით გამოვეხმაუროთ. ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, ღონისძიებები  ღია სივრცეში გაიმართება. ივნისში ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი  ხარაგაულელ მაყურებელს სპექტაკლის ,,იმერული რექვიემი“ პრემიერას წარუდგენს, რომლითაც 19 ივნისს, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება.

ჩვენ თეატრს 120 წელი შეუსრულდა,  საიუბილეო თარიღს სათანადოდ ვერ გამოვეხმაურეთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა  სადღესასწაულო დღეები ღონისძიებებით აღგვენიშნა, თუმცა პანდეემის გამო შეხვედრები მცირე მასშტაბით,  ზოგი კი  საერთოდ ვერ განხორციელდა“- აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

სხდომაზე კულტურის სამსახურის უფროსმა შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაზიფიცირების საკითხზე ისაუბრა. ასევე, განმარტა, რომ მუზეუმს საკმაოდ ბევრი ექსპონატი დაუგროვდა, რომლთა განსათავსებლად  დამატებითი ოთახის მოწყობაა საჭირო.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, პრიორიტეტების ნუსხაში უნდა განისაზღვროს მუზეუმში ექსპონანტების განსათავსებელი ოთახის მშენებლობა.

სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ ბორითის  ზონაზე არსებული მიწის ფართობის სახელმწიფოზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით წარადგინა ინფორმაცია.

მაია ალავიძის განმარტებით „თბილისი - სენაკი - ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის  E-60 ავტომაგისტრალის, ჩუმათელეთი-ხევის (ლოტი-F1) და  ხევი უბისის (ლოტი-F2) მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების

განხორციელების მიზნით, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული, სოფელ ხევში მდებარე - 1042 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ

36.05.31.013), 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულ;ების მიწის

ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.05.34.026), 26 კვ.მ

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ( ს/კ 36.05.31.940),

 სოფელ ბორითში მდებარე 373 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.03.40.610)   და

სოფელ საქასრიაში მდებარე  1908 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.35.117) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ“.

საკითხები განხილული იქნება 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე.

 

ნანახია: 1191 - ჯერ