სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_5.png

ხარაგაულის მერმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ ბორითში  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერის  მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ის იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ.“

საგულისხმოა, რომ 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია.

მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წელს თბილისში, ის იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ასევე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.

ნანახია: 1106 - ჯერ