სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/maro%20bebo.jpg

საუკუნის ცხოვრება

სოფელ ნებოძირში მცხოვრებ მარიამ ნადირაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ოჯახის, შვილების ,თანასოფლელების  ერთგული, სულით ძლიერი ქალბატონი ბოლო მეზობლის დაკარგვამდე არ ტოვებდა  ოჯახს, მაგრამ ახლა საყვარელ შვილთან მანანასთან ერთად ბორჯომში ცხოვრობს.

 როგორც გვწერენ ,,ხშირად ზის სარკმელთან...მოსიყვარულე შვილების და მათი შთამომავლების გარემოცვაში  მყოფი და ზღვასავით გაცემულ სიკეთეს და სიყვარულს, განსაკუთრებული მზრუნველობით და სიყვარულითვე იბრუნებს უკან.

 სოფელ ქვების კულტურის სახლის ხელმძღვანელს, ყოფილ საუკეთესო ბიბლიოთეკარს წლების მანძილზე, გულში საყვარელი წიგნი ჩაუხუტებია..  ვინ იცის მერამდენედ კითხულობს.

 ხანდახან  ლამაზ ცისფერ თვალებში სევდა ჩაუდგება, გზას გახედავს..ენატრება თავისი სოფელი,სახლი, მეუღლის ინიციატივით აღდგენილი  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.. ყველა და ყველაფერი რაც სოფელს უკავშირდება.

 ყოველთვის სიტყვამოზომილი, არავინ იცის რას ფიქრობს..ის კი ყველამ იცის, რომ მისი განვლილი ცხოვრების გზა მთის წყაროს წყალივით სუფთაა ,ადამიანებისადმი, ახლობლებისადმი კეთილის ქმნასა და სიყვარულში განვლილი, რომელიც  საუკუნეა უშრეტ ნაკადულად მოედინება,” - გვწერს ქალბატონი მანანა ღონღაძე.

 ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერია, ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 წლის მარო ნადირაძეს პირად ანგარიშზე 500 ლარს ჩაურიცხავს.

ვულოცავთ საუკუნოვან იუბილეს, საუკუნის ქალბატონს!

ნანახია: 1325 - ჯერ