სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ees.jpg

ბოლო ზარი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულში ბოლო ზარი 137 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა.

საზეიმო ღონისძიებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, საკრებულოს წევრი, ოთარ ლურსმანაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე შეუერთდნენ.

მერის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელით, ბედნიერი წუთები მიულოცა და წარმატებები უსურვა - „გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საამაყოა თქვენი მიღწევები და მომავალშიც გისურვებთ გაგემარჯვებინოთ პრობლემებთან და მიგეღწიოთ წარმატებისთვის. ვისურვებდი თქვენი შესაძლებლობები გამოგეყენებინოთ ხარაგაულის განვითარებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მზადაა ხელი შეგიწყოთ და ითანამშრომლოს თქვენთან.“

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცა  - „ულამაზეს და უნიჭიერეს  გოგო-ბიჭებს გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში“. ახალგაზრდებმა საყვარელ გარემოში გატარებული წლები გაიხსენეს, მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ პედაგოგებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის და სკოლის კედლები შემდეგი წარმატებების მოლოდინში დატოვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1259 - ჯერ