სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_8.png

ხარაგაულის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა

  ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი დღეს ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

 მერი ვაქცინაციის პროცესში თავისი გუნდის წევრებთან ერთად ჩაერთო.

დღესვე ვაქცინა გაიკეთეს მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ  ჭიპაშვილმა, მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ და  ხარაგაულის საკრებულოს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პაატა გოგოლაძემ.

 ვაქცინაციის პროცესი შპს რეგიონული ცენტრის  ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის მრავაპროფილურ კლინიკაში ჩატარდა.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ, აცრა აუცილებელია, რადგან მოხდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაცია, ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. ვაქცინაცია გათვლილია ჩვენ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.   ვფიქრობ,  იგი ერთ ერთი შეუცვლელი იარაღია კოვიდ 19 თან ბრძოლაში. მინდა ყველას მოვუწოდო  აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამარცხოთ პანდემია, დავივიწყოთ შეზღუდვები და ბედნიერ და წარმატებულ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება. “

 COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

აცრა ნებაყოფლობითია!

 

ნანახია: 724 - ჯერ