სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_7_1.png

ხარაგაულის საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

 

ხარაგაულელი ია ხურცილავა , მამასთან გიორგი ხურცილავასთან ერთად ხარაგაულის საავადმყოფოში ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

ია ხურცილავა

,,მამასთან,  გიორგი  ხურცილავასთან ერთად, რომელიც ზარანში ცხოვრობს, მოვედი და ავიცერით. მართალია ვაქცინების მიმართ ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულებაა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში პორტალზე 2 საათში ადგილი არ იყო, ამიტომ ხარაგაულში დავრეგისტრირდით.  აცრის სურვილი უსაფრთხოებამ და თავის დაზღვევის სურვილმა განაპირობა.  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ჩვენ თითქოს  მივეჩვიეთ ამ ციფრებს  და აღარ ვაკვირდებით . ბევრი მოგზაურობა მიწევს  და ბედნიერი ვარ რომ ავიცერი და  მშვიდად და უსფართხოდ ვიქნები. ყველას ვურჩევ რომ აიცრას, ძალიან კმაყოფილი ვარ , ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი, სრულფასოვანი მომსახურება მივიღე  და დიდი მადლობა ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს.“

აზა ფურცელაძე, ექიმ - თერაპევტი

,, ვაქცინაციის პროცესი მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.  20 მაისი ჩათვლით, ყველა ადგილი შევსებული და დაჯავშნულია.  უფრო ჩართულობა ჩინელების მხრიდან გვაქვს, თუმცა ქართველებიც  მოდიან და ამ მხრივ პროგრესია. ადგილზე იმყოფება რეანიმატოლოგი. გვაქვს ანტიშოკური კარადა თავისი აღჭურვილობით და მედიკამენტით,  ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ტექნიკური მზაობა საკმაოდ მაღალია, რომ სრული მომსახურება გავწიოთ. ახალი რეგისტრაცია 10 მაისიდან გაიხსნება და ჩართულობა უფრო დიდი იქნება .“

შორენა ლოლაძე - იმუნიზაციის ექთანი

,,ვაქცინაციის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის , სინოფარმის ვაქცინით 18 წელს ზემოთ ყველას შეუძლია აცრა, ჯერ-ჯერობით 30 წლამდე ასაკის პაციენტი არ მყოლია. 190 კაციდან რომელიც ჩვენთან დარეგისტრირდა მხოლოდ 25 არის ქართველი, ვფიქრობ 10 მაისის შემდეგ მათი ჩართულობა უფრო გაიზრდება.“

ვაქცინაციის შემდეგაც, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. აცრილი პირების განმეორებითი ვაქცინაცია 21 დღიანი შუალედის შემდეგ ჩატარდება. აცრილ ადამიანს  დამადასტურებელი ცნობა მიეცემა. ხარაგაულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია და ჯავშნის გრაფა ხელმისაწვდომი 10 მაისიდან გახდება.20 მაისამდე ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“  ხარაგაულში 190 ადამიანი აიცრება.

 

ნანახია: 1060 - ჯერ