სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/163593613_3043339249246561_5116785482827019117_o.jpg

ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის ორგანიზაციებში გასვლით შეხვედრებს მართავს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს იგი, საკრებულოს კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძესთან ერთად ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
 ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მან გაერთიანების დირექტორისგან მამუკა ჭიპაშვილისგან და თანამშრომლებისგან პირადად მოისმინა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია..
 „ადგილზე გავეცანი სასწავლო პროცესს, მართალია დასწრება საშუალოა, მაგრამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. გავესაუბრეთ თანამშრომლებს, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, მოვისმინეთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა სჭირდებათ. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის განათლება და ამიტომ ადგილობრივ დონზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსაზრდელებს უფრო მეტად კომფორტული გარემო შევუქმნათ. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ახლახანს გავხსენით კიდევ ორი ახალი ბაღი.
მე პირადად პედაგოგი ვარ და ზუსტად ვიცი რა შრომაა, რა ძალისხმევა და ენერგია სჭირდებათ მათ და როგორი პასუხისმგებლობა. კმაყოფილი ვართ მათი მუშაობით და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა.
მერის დავალებაა ორგანიზაციებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავეცნოთ და დროული რეაგირება გვქონდეს, გასვლით შეხვედრებს კვლავ გავაგრძელებთ“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ნანახია: 1708 - ჯერ