სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/162661284_3042448569335629_3195886852372462053_o.jpg

ხარაგაული დაუნის სინდრომის დღეს შეუერთდა

ხარაგაული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
 
„ჩვენ ვაკავშირებთ“ - ეს დაუნის სინდრომის 2021 წლის მსოფლიო გზავნილია.
 
 ჩვენი და „მზის შვილი“ მარიამი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მატარებელი ყველაზე პატარა გოგონაა. 
 მარიამი უკვე კარგად გვიცნობს. იქ მისულებს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წლიდან წლამდე ამ დღეს ელოდება, უხარია. 
 მას ჩვენზე ერთით მეტი ქრომოსომა აქვს. უბრალოდ, გენეტიკურად შეხვდა ასე, მზემ აირჩია და იმიტომ. 
ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და რახან მარიამს უნდა ასე - ჩვენც მასთან ერთად მზის შვილები ვართ. 
 დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი ჩვენი გამოხმაურება, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, წელს, მარიამთან სტუმრობით გამოვხატეთ.
 
„მარიამ მიქიაშვილს წლებია ვიცნობ, ვიცით მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ახლაც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მათ საცხოვრებელ სახლზე, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 21 მარტი სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო დაწესდა. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა შევახსენოთ მსოფლიოს რომ მათ შეუძლიათ სრულფასოვანი ინტეგრაცია და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოებაში. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ სინდორმის მატარებელი ყველა პირისადმი. ხარაგაულის მერია, ნებისმიერი მასშტაბური სოციალური აქციის, ღონისძიების თუ პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს მათ და ცდილობს მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას.“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
ნანახია: 2306 - ჯერ