“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულში მოსახლეობასთან კონსულტაციები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში -ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში ჩატარდა.
ადგილობრივებმა გამოყოფილი თანხა ურთიერთშეთანხმებით, სოფლისთვის პრიორიტეტულ მცირე პროექტებზე გაანაწილეს.
“ზვარის მოსახლეობა 12 000 ლარს ჭენჭეხის უბანში გზის შეკეთება-მოხრეშვას მოახმარს.
ნუნისის მაცხოვრებლები დალალიშვილების უბნის და ლუტიძის ჩიხის რეაბილიტაციას გეგმავენ, თუმცა მათ სოფელზე გამოყოფილი თანხა - 10 000 ლარი აღნიშნული პროექტისთვის არასაკმარისია. ამიტომ, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, რომელიც პირადად უძღვებოდა დღეს გამართულ საერთო კრებებს, ნუნისის მოსახლეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას მიიღებს.
ჩრდილში 12 000 ლარს, წესისამებრ, თანაბრად გაიყოფენ „კოშკის“ და „კაოთის“ უბნები, რომლითაც წყლის სისტემის მოწყობას და გარე განათების მოსაწყობად მასალების შესყიდვას გეგმავენ.
დღევანდელ შეხვედრებს მაღალმთიან სოფლებში ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.
სოფლის საერთო კრებები, ხვალ, 24 თებერვალს, კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში ჩატარდება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.