სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_44.jpg

4 თებერვალს ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 თებერვალს, 11 საათზე მორიგ სხდომას გამართავს. 

სხდომაზე, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე

მომხს:კახაბერ გოლუბიანი

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ

მომხს:ზურაბ იჩქიტიძე

3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხს: მაია ალავიძე

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხს: მაია ალავიძე

ნანახია: 2046 - ჯერ