სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1267_2.jpg

ბიუროს სხდომაზე მერიის ორი სამსახურის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

ბიუროს წევრებმა, ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში განიხილეს, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარადგინა.

მან ბიუროს წევრებს  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გაწეული მუშაობის შესახებ და სამსახურის უფლება-მოსილებებზე.

კახა გოლუბიანის თქმით, უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ სამსახურში განხორციელდება ცვლილება, კერძოდ -დაემატება ერთი ახალი განყოფილება-„ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის“ განყოფილება. ასევე გაუქმდება სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდგომში სამსახურის სახით იქნება წარმოდგენილი.

ბიუროს წევრებმა ასევე, განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა.

გარდა ამისა ბიუროს სხდომაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

1.ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი - მაია ალავიძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი - მაია ალავიძე

ბიუროს სხდომაზე მოსმენილ საკითხებს საკრებულო 4 იანვრის მორიგ სხდომაზე განიხილავს. 

ნანახია: 1975 - ჯერ