სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909705_1271486776532659_7650384951386751286_n%20(1).jpg

ხარაგაულში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 532 პედაგოგი მუშაობს! 
 დღეს მათი დღეა - მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ამ დღის მიზანია მასწავლებელთა დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითრებაში შეტანილი წვლილისთვის.
 სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციულად, ხარაგაულში, 5 ოქტომბერი განსაკუთრებულად აღინიშნება.
 ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრისა და განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ასევე, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლის წლის წარმატებულ მასწავლებლებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 
 საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის განცხადებით, „წლევანდელი 5 ოქტომბერი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღონისძიებით ვერ აღინიშნა, თუმცა, სკოლებმა, ტრადიციულად წლის საუკეთესო პედაგოგები გამოავლინეს. ჩვენ პირადად მივედით მათთან მივულოცეთ მასწავლებლებს პროფესიული დღე და წარმატებულ პედაგოგებს საჩუქრები გადავეცით“
წლის საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ
 
  • ეკატერინე ქურდაძე- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა;
  • სოფიკო ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
  • ირმა ჩაჩანიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა;
  • დარეჯან წიქარიშვილი - ვაშლევის საჯარო სკოლა;
  • ლიანა ჩადუნელი- ბორის სკოლა-პანსიონი;
  • ლენა ციცვიძე- ხიდარის საჯარო სკოლა;
  • იამზე პავლაძე - კიცხის საჯარო სკოლა;
  • მზევინარ კიკნაძე- ზვარეს საჯარო სკოლა;
  • ხათუნა ღონღაძე- მოლითის საჯარო სკოლა;
  • თეონა ბანცაძე - სარგვეშის საჯარო სკოლა;
  • ნანა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა
  • მარიამ ხუციშვილი - ბორითის საჯარო სკოლა;
  • ინგა გლუნჩაძე - ბაზალეთის საჯარო სკოლა;
  • ალექსანდრე იჩქიტიძე- ღორეშის საჯარო სკოლა;
  • მადონა მაქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა;
  • ნათელა კამკამიძე - ანდრია პირველწოდებუის გიმნაზია;
  • მზია კვინიკაძე - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა;
  • ნინა ხუციშვილი - ხევის საჯარო სკოლა;
  • მედული კუპრაძე - წყალაფორეთის საჯარო სკოლა;
  • მამუკა ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა;
  • გოჩა ჩადუნელი - ხუნევის საჯარო სკოლა;
  • ლელა მჭედლიშვილი - ლაშის საჯარო სკოლა;
  • თეა ტალახაძე - დაბის N2 საჯარო სკოლა;
  • ლელა ხელაშვილი - საღანძილის საჯარო სკოლა;
  • ნინო ჩხეიძე - წიფის საჯარო სკოლა
  • მანანა სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1994 წლიდან დაიწყო და ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ!
ნანახია: 1031 - ჯერ