სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

საკრებულომ ორი კომისიის ანგარიში დადებითად შეაფასა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

პირველი მოისმინეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

ანგარიში, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე პერიოდის საქმიანობას ასახავდა, დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. ანგარიშში დეტალურად იყო განხილული ერთი წლის საქმიანობა და ასევე, დასაბუთებული ყველა შეფასება და კომენტარი, რაც კი საანგარიშო პერიოდში  კოსმიიის მხრიდან გაკეთებულა. 

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში, რომელიც კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძემ წარმოადგინა.

ხმათა უმრავლესობით დეპუტატების მიერ ორივე კომისიის საქმიანობა დადებითად შეფასდა.

სხდომაზე ასევე განიხილეს 

საკითხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხ - ხიარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

ნანახია: 1560 - ჯერ