სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/117877967_1793798890760584_7483654129264746494_n.jpg

რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში-ანგარიში საზოგადოებას

რთულია შეაფასო მუნიციპალიტეტისთვის შესრულებული სამუშაოები, მაშინ, როცა არ გაქვს ინფორმაცია სოფლებში გაკეთებული პროექტების შესახებ.

სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ პროექტს და დღეს გეტყვით რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული ხუთ სოფელს ხუნევს, გედსამანიას, ვერტყვიჭალას, ვერტყვილასა და ბჟინევს მოიცავს. ადმინისტრაციულ ცენტრს სოფელი ხუნევი წარმოადგენს.
მათგან ორ სოფელს გედსამანიას და ბჟინევს მღალამთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ხუნევის ადმინისტრაცილი ცენტრიდან ხარაგაულამდე 35 კმ-ა.

სოფელში 2014 წლის აღწერით 2066 მცხოვრები იყო, თუმცა იმის გამო, რომ სოფლები განლაგებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის (E-60-ის) გასწვრივ, დასახლებებში მოსახლეობის მიგრაცია არ აღინიშნება. პირიქით, ბოლო წლებში განხორციელებულმა პროექტებმა და ასევე, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობამ, მოსახლეობა უკან, სოფელში დააბრუნა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ამ სოფლებში კენკროვანი კულტურების განვითარება.
მაგალითად მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, სადაც 250-ზე მეტი მაცხოვრებელია, თითქმის ყვლა ოჯახში მოყავს ჟოლო, ზოგიერთი გლეხი აქ სეზონზე-3-5 ტონამდე კენკროვან კულტურას აბარებს.

ახლა კი, ყველამ ერთად გავიგოთ რა გაკეთდა ამ, ხუთ ულამაზეს სოფელში:

სოფლებში: ვერტყვილაში, ხუნევში, გედსამანიაში და ბჟინევში დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა.

ბჟინევში მოეწყო ორი საავტომობილო ხიდი.

სოფელ ხუნევსა და გედსამანიაში მოეწყო საავტომობილო ხიდები.

ვერტყვილაში, ეკლესიის უბანში, მობეტონდა გზა.

გარე განათება დამონტაჟდა სოფელ ხუნევის ორ და სოფელ ვერტყვილას ორ, გოგიაშვილებისა და ეკლესიის, უბანში.

გარე განათება მოეწყო, ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სკოლის მიმდებარედ.

სოფელ ვერტყვილაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში ბეტონის საფარი დაიგო.

მოეწყო ექვსი საფეხმავლო ხიდ-ბოგირი სოფელ გედსამანიაში.

სოფელ ვერტყვიჭალაში მოეწყო სანიაღვრე არხები.

მოასფალტდა სკოლის ცენტრალური გზის ნაწილი სოფელ ვერტყვიჭალაში.

სოფელ გედსამანიასა და ხუნევში ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაო.

ვერტყვილაში მოეწყო საფეხმავლო ხიდ-ბოგირი.

სოფელ გედსამანიაში მობეტონდა გზის საფარი 300 მეტრზე.

სოფელ ხუნევში, კალოს უბანში, მობეტონდა გზა.
წელს მაღალმთიან სოფელ ბჟინევში მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მობეტონება.

სოფელ ვერტყვიჭალაში მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში იწყება საბავშვო ბაღისთვის შესაბამისი ფართის რეაბილიტაცია.

ნანახია: 2353 - ჯერ