ხარაგაულში, 24 აგვისტოს, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართება.
აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.)
სისხლის უანგარო დონორობა, მთელს მსოფლიოში, საპატიო და საამაყოა. გულთან მიიტანეთ ადამიანების განსაცდელი, უწილადეთ სისიხლი და აჩუქეთ სიცოცხლე!
აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგური“განახორციელბს.
აქცია ჩატარდება ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: 9 აპრილის ქუჩა N9)