სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/117367471_2847764675470687_2173862412624007771_o.jpg

რა გაკეთდა ნადაბურში - ანგარიში საზოგადოებას

ყოველ სამშაბათს და პარასკევს მოგაწვდით ინფორმაციას თითო ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

პირველ ინფორმაციას ნადაბურის თემზე გაგაცნობთ!

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული სოფელ ნადაბურსა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისს აერთიანებს.

 ნადაბური ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულში, სადაც 2014 წლის მონაცემებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებაა დაფიქსირებული. დიახ, ეს რეალობაა, ნადაბური ერთ-ერთი არამიგრაციული სოფელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თუ 2014 წლის მონაცემებით ადმინისტრაციულ ცენტრში 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობამ 500-ს მიაღწია.

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ხარაგაულიდან 53 კილომეტრში, მდინარე ძირულას მარცხენა სანაპირზე მდებარეობს.

2013 წლიდან დღემდე სოფელ ნადაბურში მოეწყო მგზავრთა მოსაცდელები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და 6 ადგილობრივია დასაქმებული.

კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზის 6 კილომეტრამდე მონაკვეთს.

მდინარე ძირულას სანაპიროზე მოეწყო გაბიონები და საყრდენი კედლები, რომლის არარსებობაც ადიდებული მდინარისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

აშენდა სამი ახალი ხიდბოგირი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი ბონდის ხიდს ძამულის უბანში.

მოხდა სოფელში არსებული ორი სასაფლაოს შემოღობვა.

მაღალმთიან სოფელ გოლისის გზას პერიოდულად უტარდებოდა რეაბილიტაცია. სოფლის გზა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს და იქ ამ ეტაპზე, ბეტონის საფარის მოწყობა ვერ ხერხდება. თუმცა მიმდინარე წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, სანიღვრე არხით და ცხაურით.

ნადაბურის საჯარო სკოლაში მოხდა სველი წერტილების მოწყობა!

შემოიღობა ადმინისტრაციული შენობის ეზო.

წელს სოფლის ცენტრში მოეწყობა სკვერი და მოსაცდელი. სევე, საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ ეზოს ატრაქციონებს.

იგეგმება ნადაბურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ, საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. საუბარია ლიჩი-ნადაბურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაზე.

ნანახია: 2472 - ჯერ