სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/117215926_285110052783756_7261768375536405095_n.jpg

ხორითში სოფლის პროექტებით გზების შეკეთება მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფაქტობრივად ახალი გზა გაიჭრა ხორითიდან სოფელ ღვერკთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე, სადაც უგზოობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა ორი სოფლის მოსახლეობისთვის! აღნიშნულ მონაკვეთზე ახლახანს დასრულდა ასევე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომლის არარსებობაც წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას!

გასწორხაზოვნდა და მოიხრეშა ასევე ეკლესიასთან მისასვლელი გზა. 

ხორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებაზე აირჩია, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ.

ნანახია: 1483 - ჯერ