სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_6.jpg

მიზანში სროლის ტურნირი 7 აგვისტოს გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება ჩემპიონატი მიზანში სროლაში.

თამაშები გაიმართება, 7 აგვისტოს, 11:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში და მას ჩემპიონატის ორგანიზატორები დააკვირდებიან.

ჩემპიონატი ჩატარდება მოყვარულებს შორის და ტურნირის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც სროლის შემდეგ დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ერთნაირი ქულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტური, გამარჯვებულის საბოლოო გამოვლენამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით უჩა ცხადაძეს, ნომერზე: 595 519 826

 

ნანახია: 2044 - ჯერ