სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/t.jpg

ხარაგაულში კინოჩვენება გაიმართა

 ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით კინოჩვენება გამართა.

მაყურებელმა ფილმი "საოცრება" ნახა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი დაინტერესება, ფილმმა, პატარებში გამოიწვია.

"პანდემიის გამო, ყველა აქტივობა გაჩერდა ხარაგაულში და მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდა ჩვენ დავიწყეთ მსგავსი ინიციატივების განხორციელება. პირველი ფილმი სპეციალურად ავარჩიეთ პატარა მაყურებლისთვის, რომლებიც ყვლაზე აქტიურები არიან და ყველაზე მეტად სჭირდებათ სულიერი საზრდო. მინდა, რომ სხვადასხვა თემატიკის ფილმები ვაჩვენოთ, სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მაყურებლებისთვის" - ამბობს პროექტის მენეჯერი, ირინე ჩხეიძე.

ნანახია: 2098 - ჯერ