ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 1046 მეტრ გზას ჩაუტარდება.
პროექტში გათვალისწინებულია 6 ცხაურის გაკეთება, რაც მოსახლეობას დამატებით პრობლემებს მოუგვარებს, რომლსაც უხვი ნალექი ქმნიდა.
საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 999 ლარით ფინანსდება!
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი გზით 60-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იმერმშენი" ასრულებს.