სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/etli.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები  გადასცა.  მერმა  ბენეფიციარებს   სავარძლები   სახლში პირადად   მიუტანა   და  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცა მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდა ეტლი, ან ჰქონდა, მაგრამ დაზიანებული იყო.

ინვალიდის ეტლი  ბენეფიციარებს ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა  და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“    მხარდაჭერითა  და საერთაშორისო ასოციაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ ფინანსური ხელშეწყობით გადაეცათ. ცენტრის წარმომადგენელმა საცხოვრებელ სახლებში მისვლით განახორციელა თითოეული პირისათვის ზომების აღება და შესაბამისი  კითხვარების შევსება.

ნანახია: 1829 - ჯერ