საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0961.JPG

ნიკოლოზ თოფურიძე ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია „black sea group“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

საუბარი შეეხო, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის(25 კმ.) მშენებლობის ფარგლებში, დაბა ხარაგაულში, მემორიალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ასევე სასტუმროსთან მდებარე სახიდე კონსტრუქციების დემონტაჟისა და ახალი ხიდების მოწყობის საკითხს.

გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს, დაბა ხარაგაულში ასფალტის საფარის დაგების ფარგლებში ტროტუარების და განივების საკითხის მოგვარებაზე.

 ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაბის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს მწვანე ზოლი და ფასადები.

ადგილობრივი თვითმმართველობა და გზის მშენებელი კომპანია დიალოგის რეჟიმში, ურთიერთშეთანხმებით აგრძელებენ თანამშრომლობას.

რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეაბილიტაციას, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით 3კმ-მდე ასლფასლტის საფარი მოეწყობა.

ნანახია: 2924 - ჯერ