საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0402.JPG

ხარაგაულის მერიამ 600 აღსაზრდელს საკანცელარიო ნივთები შეუძინა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ინიციტივითა და მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მხარდაჭერით, ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკანცელარიო სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა.

ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, ფერადი ფლომასტერები და გასაფერადებელი სტიკერებით - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბავშვებისთვის სპეციალურ ჩანთებშია განთვსებული.

სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებთა გაერთიანებამ შეიძინა დღეს მიიღეს და აღსაზრდელთა მშობლებს მისი წაღება 11 მაისიდან შეეძლებათ.

ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სასაჩუქრე ნაკრები გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების 600-ივე აღსაზრდელს გადაეცემა.

„ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროდან მივიღეთ რეკომენდაციები როგორ უნდა ემუშავათ ბავშვებს დისტანციურად და რა აქტივობები  განეხორციელებინათ, რომ დიდი დრო არ გაეტარებინათ ტელევიზორებთან და ტელეფონებთან. აღმზრდელების მიერ მიწოდებული აქტივობების შესასრულებლად ბავშვებს ესაჭიროებადათ შესაბამისი მასალა.  სამწუხაროდ, ბევრმა ოჯახმა  ვერ  მოახერხა ნივთების შეძენა და გაჩნდა იდეა როგორმე დავხმარებოდით ამ ოჯახებს. იდეა გავაცანი როგორც ხარაგაულის მერს ასევე, ბაღების გაერთიანების დირექტორს და ჩვენ ერთად განვახორციელეთ ეს აქტივობა, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ბავშვები ძალიან გაიხარებენ!“ - აღნიშნა ნათია კაციტაძემ.

„ძლიან მომეწონა იდეა! ბავშვებმა   გაურკვეველ ვითარებაში შეწყვიტეს სწავლა და დარჩათ ბაღში საკუთარი პორტფელიოები, რომლის წაღებაც ვერ მოასწრეს. ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს საკანცელარიო ნივთები, ზოგიერთი იზოლაციის პირობებშია, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია სასაჩუქრე ნაკრების ადგილზე მიწოდება. მადლობა ქალბატონ ნათიას იდეის მოწოდებისთვის და მადლობა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს მამუკა ჭიპაშვილს იდეის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის, ეს მნიშვნელოვანი საქმეა!“ - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ!

ნანახია: 2864 - ჯერ