ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო!
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ორ ლოტადაა დაყოფილი.
პირველ ლოტზე ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა სისქით 10 სმ, , კმ 0+780 დან კმ 1+100 მდე მონაკვეთზე.
სამუშაოებს კომპანია BLACK SEA GROUP ახორციელებს.
მეორე ლოტზე მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ასევე, 25 კილოეტრიან მონაკვეთზე ამ დროისთვის საყრდენი კედლების, გაბიონების და მილხიდების მოწყობა მიმდინარეობს! გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „აკორდი“ ახორციელებს!