საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0515.JPG

ხარაგაულში მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცა

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებ საკვები პროდუქტები გადაეცა.

მუნიციპალიტეტში, დღეის მდგომარეობით, სულ 105 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს!

ხარაგაულის მერიაში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპზე მიზნობრივ ჯგუფად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები განისაზღვრა.

პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება 206-მა მარტოხელა, მარჩენალდაკარგულმა მოქალაქემ მიიღო.

ნანახია: 4500 - ჯერ