საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0071.JPG

ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით დიალიზზე მყოფი მოქალაქეები დამატებით თანხას მიიღებენ

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის 8 აპრილის N49 572 ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე მყოფ 14 მოქალაქეს სამი თვის განმავლობაში პირად ანგარიშზე, ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 200-200 ლარი ჩაერიცხება.

ხარაგაულის მერიის ჯანდცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური პროგრამების მუხლიდან ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად 100-100 ლარს იღებენ.

„ახლა, როცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება შეზღუდულია, გადავწყვიტეთ, დიალიზზე მყოფ ადამიანებს ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად დამატებით, სამი თვის განმავლობაში, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩავურიცხოთ, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

 
ნანახია: 4491 - ჯერ