საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/91417502_1074032659635956_2096138589581606912_n.jpg

ხარაგაულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს!

სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეინიშნება თავშეყრა სოფლებში!

სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ისევ იკრიბებით ოჯახებში და მეგობრების წრეში!

 სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იცავთ სრულყოფილად სოციალურ დისტანციას და ასევე, სრულყოფილად არ ითვალისწინებთ რეკომენდაციებს!

სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა სოფელ-სოფელ ჩამოიარეს, რათა ადგილზე მოახდინონ თქვენი ინფორმირება!

 ახლა, როცა ქვეყანა ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად მოგიწოდებთ - გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოხვიდეთ გარეთ! გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში

დაეხმარეთ ქვეყანას ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში!!!

ნანახია: 4256 - ჯერ