ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხი 9 აპრილის ქუჩაზე და გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი.
სამუშაოები სტიქიის ფონდით ფინანსდება და კომპანია „ხარაგაულმშენი“ ასრულებს.