საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0333.JPG

სტიქიის პრევენციის მიზნით ხარაგაულში სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით მდინარე ჯიხველას კალაპოტი იწმინდება.
 ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული ჯიხველა საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას!
 პროექტის ფარგლებში ასევე, სანიაღვრე არხი მოეწყობა 9აპრილის ქუჩა #9 ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც წვიმის შედეგად დამდგარ წყალი არხის არ არსებობის გამო, წლების განმავლობაში დიდ საშიშროებას წარმოადგენდა კორპუსის მაცხოვრებლებისთვის.
 
სტიქიის პრევენციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ წელსაც ჩატარდა სამუშაოები, მდინარე ძირულას ხეობაში მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები, გზის დამცავი კედელი აშენდა ასევე ღორეშაში მდინარე კვადოურას ნაპირზე და საღანძილეში ჩხერიმელას სანაპიროზე. სხვადასხვა ადგილებში მოეწყო ასევე, სანიაღვრე არხები. სამუშაოები საერთო ჯამში ექვს ლოკაციაზე ჩატარდა.
 
ნანახია: 4940 - ჯერ