საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1847.JPG

ფარცხნალის თემის ოთხ სოფელში საერთო კრება ჩატარდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.
ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები გასაზღვრა.
ფარცხნალის მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს შარიქაძეების და სასახლის უბანში, ასევე საუბნო გზებზე მოაწყობენ სანიაღვრე არხებს.
ღუდუმექეთის მოსახლეობა მცირე პროექტების დაფინანსების ფარგლებში 10 000 ლარს გზის შეკეთებასა და წყლის სისტემისთვის მილების შეძენას მოახმარს.
ახალსოფელში კუთვნილი 10 000 ლარით ცივწყაროს უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ასევე წყლის ავზის შეძენას, საუბნო გზების მოხრეშვასა და გია თაბუკაშვილის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობას გეგმავენ.
ისლარის მაცხოვრებლები ასევე, 10 000 ლარით წყლის მილებს შეიძენენ და წყლის სისტემას მოაწყობენ. ნაწილი თანხით კი, წისქვილისთვის მასალებს შეიძენენ და გარე განათების ქსელს გამართავენ.
ნანახია: 4513 - ჯერ