საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1701.JPG

ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობამ პროექტები შეარჩია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში საერთო კრებები ჩატარდა.

გაგაცნობთ რას ითხოვს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობა.

სოფელ ფონას მაცხოვრებლები, რომელთაც წელს, სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 10 000 ლარი ერგოთ, წყლის სისტემის მოწესრიგებას და საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავენ.

10 000 ლარით, ზუსტად იგივე პრობლემებს გადაჭრის სოფელ გუდათუბნის მოსახლეობაც.

გოლათუბნელები ასევე, 10 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგებასა და წისქვილის რეაბილიტაციას აპირებენ.

წიფის მოსახლეობამ, რომელთაც 16 000 ლარი აქვთ განსაკარგი, პრიორიტეტი გარე განათების სისტემის მოწყობასა და საუბნო გზების რეაბილიტაციას მიანიჭა.

სოფლის საერთო კრებებს მაღალმთიან დასახლებებში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. 

ნანახია: 4705 - ჯერ