საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1545.JPG

ღორეშაში 16 000 ლარი ხუთ მცირე პროექტზე გადაანაწილეს

ღორეშის მოსახლეობამ სოფლის პროექტების დასაფინანსებლად 16 000 ლარი მიიღო.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც ქვეყანაში მეორე წელია აღდგა, ხარაგაულის სოფელ ღორეშის მოსახლეობამ კუთვნილი 16 000 ლარი ურთიერთშეთანხმებით, ხუთ მცირე პროექტზე გადაანაწილა.
აღნიშნული თანხით მოაწყობენ ჭას საჯვარის უბანში. ნარაზოულის უბანში ერთ, პატარა, ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ, რეაბილიტაციას ჩაუტარებენ შინმოუსვლელთა მემორიალს, მოაწყობენ გარე განათებას მემორიალთან და გაანათებენ ასევე, გასულ წელს ამავე პროგრამით მოწყობილ საფეხბურთო-საკალათბურთო მოედანს.
შეიძენენ ეზოს ატრაქციონებს საბავშვო ბაღისთვის.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 147 მცირე პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 890 000 ლარი დაიხარჯა.

ნანახია: 4686 - ჯერ