საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1886.JPG

რა გაკეთდა და რა გაკეთდება ხარაგაულში საახალწლო სოციალური აქციის ფარგლებში

ხარაგაულის მერიამ წინასაახალწლოდ სოციალური აქციის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა. 

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 550 ლარი დაიხარჯა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას, მარინა კვანჭიანს ესტუმრნენ. მამუკა ლორთქიფანიძის და 34 წლის მარინა კვანჭიანის ოჯახს შვიდი არასრუწლოვანი შვილი ყავთ. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებმა 9 სულიან ოჯახს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ლორთქიფანიძეები ამ დრომდე, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, თუმცა 2020 წელს მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ოჯახს საკუთარ ეზოში ახალი სახლის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, რომელსაც ხარაგაულის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 10 000 ლარით აშენებენ.

31 დეკემბერს ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდურების გარეშე დარჩენილ მურმან ხიჯაკაძესა და გოჩა ბოგვერაძეს. მეორე წელია ხარაგაულის მერი აღნიშნული სტატუსის მქონე პირებს პირადად სტუმრობს და მათ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მურმან ხიჯაკაძეს, რომელმაც ორივე ფეხი აფხაზეთის ომში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგა, მეუღლე და სამი შვილი ყავს. ხიჯაკაძეების ოჯახმა, მერის და მერიის სამსახურების უფროსების დახმარებით ეზოში დამხმარე ნაგებობის აშენება და გადახურვა შეძლო.

გოჩა ბოგვერაძე სოფელ იგორეთში მარტო ცხოვრობს. მან ერთი ხელი და ერთი ფეხი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. მარტოხელა კაცს, რომელიც ინვალიდის ეტლში ზის შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. ნიკოლოზ თოფურიძე გოჩა ბოგვერაძეს დაპირდა, რომ მერია  კიდევ ერთხელ დაუყოვნებლივ გააგზავნის შუამდგომლობის წერილს სოციალური დაცვის სააგენტოში და მას პირად კონტროლზე აიყვანს.

 კიდურებს გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე საახალწლო სოციალური აქცია ხარაგაულში კვლავ გაგრძელდება.

ახალი წლის წინა დღეებში, მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 208 ოჯახს ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი თანხა ჩაერიცხა. საერთო ჯამში - 10 400 ლარი.

საახალწლო ნობათი დაურიგდა ასევე, ხარაგაულის სათნოების სახლის ბენეფიციარებს, სულ  73 პირს.

ტრადიციული საშობაო ალილოს  ფარგლებში, 7 იანვარს, საახალწლო ნობათი გადაეცემა ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 225 ოჯახს, რომლის საერთო თანხამ 4 900 ლარი შეადგინა.

ხარაგაულის მერია განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ახალ, 2020 წელს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ გამორჩეულ მხარდაჭერას უცხადებს.

 

ნანახია: 5430 - ჯერ