საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/79421895_2675639469161993_6194903150911029248_o.jpg

ბიურომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი განიხილა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დღეს ბიუროს სხდომაზე, მერიამ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.

მას შემდეგ, რაც საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოს ბიუჯეტის პროექტი არგუმენტირებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დაუბრუნა, მერიამ კანონმდებლობის შესაბამისად მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი წარმოადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს, საკრებულოს დარგობრივი კომისიები და ფრაქციები ხვალ, 17 დეკემბერს 11:00 საათზე განიხილავენ.

ბიუროს სხდომაზევე განიხილეს კიდევ ორი საკითხი:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლდა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ;

საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად ბიურომ 2019 წლის 19 დეკემბერის 10:00 საათი განსაზღვრა.

ნანახია: 4180 - ჯერ