საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0386.JPG

ლახუნდარაში და პატარა ვარძიაში სოფლის პროექტებით წყლის ჭაბურღილები მოეწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ვარძიასა და ლახუნდარაში, კავილაძეებისა და ეკლესიის უბანში წყლის ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო.
საერთო ჯამში სამუშაოების დასრულების შემდეგ 130-მდე ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს. 
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე სოფლის პროექტებით დაწყებულ სამუშაოებს ადგილზე გაცვნენ და ჭაბურღილების მომსახურებისა და მოსხლეობისთვის წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 
სამ ლოკაციაზე ჭაბურღილის მოწყობა მოსახლეობამ, 20 თებერვალს, გამართულ საერთო კრებაზე აირჩია. ჭაბურღილები მოწყობილია, დარჩენილია წყლის რეზერვუარების შეძენა და მილების გაყვანა ოჯახებამდე, რომელიც ადგილობრივების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. 
საერთო კრება წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანადართული ოქმით 

 

ნანახია: 5132 - ჯერ