საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_7.png

რა გაკეთდა ხიდარში - სოფლის ინფრასტრუქტურა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის ჯორტების უბნის გზის 1 000 მეტრიან მონაკვეთს, მიმდინარე წელს, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე განხორციელდა აღნიშნული მონაკვეთის გაფართოება, მოხრეშვა-მოსწორება. ბეტონის საფარის დაგებას კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ხიდარში ჯორტების უბნის გზის რეაბილიტაციას შპს „გურია - 2015“ ასრულებს, რომელმაც ტენდერი 153 471 ლარად მოიგო.

გზის რეაბილიტაცია ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, სოფელ ხიდარში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2014 წელს აშენდა საბავშვო ბაღის ახალი შენობა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, 2015 წელს მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზის 5კმ.-იანი მონაკვეთი, ამავე წელს სოფლის პროექტებით აშენდა ახალი სარიტუალო სახლი, 2017 წელს ბეტონის საფარი დაიგო სოფლის სასაფლაომდე და სკოლამდე მისასვლელ გზაზე, 2018 წელს აშენდა და კეთილმოეწყო დაწყებითი განათლების, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, საჯარო სკოლის ახალი შენობა. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესრულდება სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა და მოხდება შენობის ინვენტარით უზრუნველყოფა.

ხიდარი, ზ.დ. 520 მეტრზე, მდინარე ბორიმელას სანაპიროზე, ხარაგაულიდან 16 კილომეტრში მდებარეობს.

სოფელი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულია, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მერის წარმომადგენელი ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოტე ბერაძე;

ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ხარაგაულის საკრებულოში - ნონა ზურაბიანი. 

#სოფლის_ინფრასტრუქტურა

ნანახია: 5593 - ჯერ