საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0277.JPG

ლეღვანში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის აღდგენამდე, რომელიც 7 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, სოფელში მისასვლელი მეორე, შედარებით მოკლე, ალტერნატიული მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს.
ლეღვნის მოსახლეობამ, ერთი კვირის წინ, ხარაგაულის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან შეხვედრის დროს, ცენტრალური გზის აღდგენამდე, ალტერნატიული მოკლე გზის მოწყობა ითხოვა. ხოლო თუ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდებოდა, მერია მოსახლეობისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტს უზრუნველეყოფდა ლეღვან-მარელისის გზის გავლით.
გზის მშენებელ კომპანიასთან black sea group-თან მერის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, დროებითი გზის მოწყობა გადაწყდა, რომელსაც კომპანიის ტექნიკური მენეჯერი და სოფლის წარმომადგენელი ადგილზე უწევენ ზედამხედველობას.
ამ დროისთვის ალტერნატიული მონაკვეთით უკვე სარგებლობენ მაღალი გამავლობის მანქანები. გზის მოწყობა ორ დღეში დასრულდება.
რაც შეეხება სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას პროექტი მზადაა და მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიებთან. გზის რეაბილიტაცია დამცავი გაბიონებით უახლოეს დღეებში დაიწყება.

ნანახია: 5376 - ჯერ